ახლა მოვრჩი განწყობის ფსიქოლოგიაში გიგანტური ნაშრომის წერას, ჯერ არ გადამიკითხავს და ვშფოთავ, არ ვიცი რა გამოვიდა, ხვალაა ჩაბარების ბოლო ვადა და как всегда, ბოლოს მოვიტოვე ![]()

ხოდა გამიმრუდდა ხერხემალი, დაჟე ჭამაც დამავიწყდა (არადა ასეთ დროს ვჭამ ხოლმე, как правило). ![]()
თუმცა მთელი დღე ვჭამდი. ნუ ნახევარი დღე მეძინა. 17:35 წუთამდე, მაგრამ ეგ იმის ბრალი იყო, რო ჩემმა ველურმა ბიძაშვილებმა აიკლეს სახლი სადღაც 2-3 საათისთვის, და იმ დარღვეული ძილის ასანაზღაურებლად გამოვიძინე. ამას გარდა, მესიზმრა როგორ გამეზარდა თმა და რაღაც ჩოლკა მქონდა და + რაღაც სტრანნი ვარცხნილობა და საშინლად არ მიხდებოდა და ძილში გადავწყვიტე, რომ აღარ გამეზარდა თმა. ამას გარდა მესიზმრა რომ ატოცში ვიყავი, ჩემს სოფელში, და მე და ჩემი მეგობარი დილით ახალგაღვიძებულები ბალიშებით ვომობდით
ხოდა ეგრე, დამრჩა ამის წაკითხვა, მთავარი აზრისა და დასკვნის პირველ აბზაცში მოქცევა, კორექტურა და ძილი ![]()
ბარემც ვიბანავებდი, მარა იმ დღეს როგორღაც დაუწევიათ ჩემებს წყლის ტემპერატურისთვის და ღამის ხუთზე რო შევედი და დავსველდი, მერე მივხვდი რო ცივი იყო და ბოლომდე ცივში ვიბანავე და არ გავცივდი :ბღენძ: და დავამყარე ბანაობის რეკორდი, ნახევარ საათში გამოვედი, არადა დაჟე თმის შეჭრამაც არ მიშველა, უბრალოდ 1.5-2 საათიდან 1-1.5 საათამდე ჩამოვედი და ეგაა.
დღითიდღე მომწონს ეს გადაპარსული თავი, ამომივიდა თმა და რაღაც საყვარლად მაქვს, აღარაფერს ვამბობ იმაზე ვარცხნილობაზე ფიქრი აღარ მჭირდება და გამზადებასაც ბევრად ნაკლებ დროს ვანდომებ. თან დაჟე ვიღაც უცხო ხალხი მეუბნება “ეი, შენ, გიხდებაო” და რო არ დაიჯერო, პროსტა გრეხია რაჰ.
მოკლედ, ხვალ გარდა იმისა, რომ ეს რუდუნებით ნაწერი თემა უნდა ჩავაბარო, ბავშვებმა ტრენინგი გავაკეთოთ და თან ნახევრად გამოუძინებელ უნდა ვიყო, თურმე წარღვნაც იგეგმება. amindi.ge-ზე წერია, ტენიანობა 81%-იო, რა გასაგებია ღმერთო ჩემო, ვინმე მიხვდა რა წერია?
ეგრე მე 70% წყალი ვარ, მაგრამ ეგ იმას ხოარ ნიშნავს რო ვწვიმვარ ![]()
ხოდა ახლა განტვირთვის მიზნით tiger lilies ვეშებს ვუსმენ. ბაშკამ აღმომაჩენინა. მაგარი ხალხია. რაღაცები მოვიპოვე, mus.ge-დან, თვითონ ბაშკას ატვირთული. ახლა მთელს დისკოგრაფიას ვიწერ ტორენტიდან და 1.86GB-დან 1.79GB გადმოვიწერე უკვე.
ახლა თქვენც აგიტვირთავთ რამეს და youtube.com-ის ერთ ლინკსაც დაგიდებთ.
ეს კლიპი
ესეც გადმოსაწერი ლინკი:
The Tiger Lilies
არქივში შედის:

ხოდა წავედი სანამ დამეძინა,
გავაკეთო დარჩენილი საქმე. 




2 საათი თუ წყლის ქვეშ დგახარ შენს ორგანიზმში 70%–ზე მეტი იქნება ტენიანობა და არ გაგიკვირდეს მოულოდნელად თუ გაწვიმდი.
))
…წარღვნა წარღვნის გარეშე გადავიარეთ და რუსთავი 2-ს გადაუშენდა თავი!… გამიხეთქა გული
რაც შეეხება The Tiger Lillies-ს, ეგ ჯგუფი მეც მევასება, თანაც მაგრად. ნუ ხო იცი, რა
უბრალოდ, რაღაც კომენტარი ხომ უნდა დამეტოვებინა, რომ მერე შენც ანალოგიურად მოქცეულიყავი