(ციკლიდან “ლექციაზე დაწერილი ზღაპრები”)
მე-20 საუკუნის დასაწყისში უამრავი აღმოჩენა გაკეთდა, ტექნოლოგიური წინსვლა მაგრად დაეტყო ყველაფერს, მათ შორის იყო უამრავი რევოლუციური აღმოჩენა. ესენია ავიაცია, ანტიბიოტიკები, ანესტეზია და კიდევ ბევრი რაღაცა. მოკლედ იყო და არა იყო რა, იყო ერთი თორმეტხორთუმიანი სპილო, რომელსაც დანარჩენი სპილოები შივას ეძახდნენ, ბევრი იარა, თუ ცოტა იარა სპილო მიადგა ტექნოლოგიური გარემოს, ზღურბლთან თორმეტჯერ დააცემინა და სინდისმა შეაწუხა.
თამუნა სამალავიდან გამოვიდა, თავს დაატყდა ბიოტიკ მზიკოს და უყვირა: „Даже таааааак?” :O. მზიკოს შეეშინდა და ტირილი დაიწყო, ლეიკოციტად გადაცმული თამუნა მოლბა, დაუყვავა პატარა მზიკოს და ცოტა რომ დაამშვიდა, ბიოტიკის მეორე ბარკალი სთხოვა, რადგანაც ამ ხნის განმავლობაში მოშიებოდა. მზიკომ გაუნაწილა თავისი ულუფა და თამო კარგად რომ აათვალიერა დაიხრჩო სიცილით, რას გავხარ, ტყუილად კიარ ამბობენ, ლეიკოციტის ტყავში გადაცმული ბიოტიკი ხარო. თამოს შერცხვა და სულელური კოსტიუმი გაიხადა…
მზიკო კიდევ ახითხითდა და როცა თამომ ჰკითხა რა გაცინებსო, უპასუხა, თეთრი დათვი მეგონეო, და გაწითლდა. თამომ შესთავაზა კლუბში წავიდეთო და საღამოს ასეც მოიქცნენ – კლუბში წარონინდნენ. თუმცა კლუბი ბოროტი ანტიბიოტიკი სალოს დახურული აღმოჩნდა და თამუნამ და მზიკომ გადაწყვიტეს მისთვის ჭკუა ესწავლებინათ. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, დაიღალნენ და ბორდიურზე ჩამოსხდნენ. თამომ, მოდი, მტრედებს ვაჭამოთო და საკანკი გადაყარა, მტრედების მოფრენა და ბოროტი ანტიბიოტიკი სალოს გამოჩენა ერთი იყო, სალომ ჩამოაიარა კატოკით და ყველა მტრედი ერთ წამში street art-ად აქცია. მზიკომ ამას რა უნდა ველაპარაკოო და გადაწყვიტა სალო მოეკლა. ესროლა ჯადოსნური ჩიზბურგერი და სალო ცომის გასაბრტყელებლად გადააქცია. სალომ იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა იგორა და გაჩერდა.

ანტიბიოტიკი სალო ცომის საბრტყელებლად გადაქცევის შემდგომ, არქივში არ არსებობს ფოტო ცომის საბრტყელებლად გადაქცევამდე
მზიკომ ხელები გაიბერტყა, თამოს ხელი მოჰკიდა და წავიდნენ სისხლძარღვებში საბოდიალოდ, სად იყო და სად არ იყო, გამოჩნდა შორეული ქსოვილი, მიუახლოვდნენ ყოფილი და ახლანდელი ბიოტიკები და შეამჩნიეს, რომ ბოჭკოების მიტინგი იყო.
მზიკომ თავში ხელი შემოირტყა და თქვა, ამას ხო სალო ჯობდაო და სპილოს სხეულში ცხოვრება აღარ მოუნდა, მოელაპარაკა თამუნას და გადაწყვიტა ჩემოდანი ჩაელაგებინა და ერთი კვირის მერე სხეული დაეტოვებინა. თამო მთელი კვირის განმავლობაში მოწყენილი იყო, მაგრამ არ გაუმხელია და ბოლოს დიდი ენთუზიაზმით (მოჩვენებითი ენთუზიაზმით) დაეხმარა ჩემოდნების ჩალაგებაში. რას აღარ ნახავდით მზიკოს ჩემოდანში: რიჟა ფეხმოტეხილ თოჯინას მისაწეპებელი ჭორფლებით; ხის დიდ მანქანას ხისსავე ბორბლებითა და სალონით; ყვითელი ჭიკარტებისგან დამზადებულ მინიატურულ წიწილებს; საათს დაღრეცილი ისრებით და ციფერბლატზე გამოსახული ზურგშექცეული სპილოთი; ჭყვიტინა ჩანთას, რომელიც სიარულისას სხეულზე რომ ეხლებოდა ჭყვიტინებდა; ხელის გიტარას, რომელიც ერთ ხელისგულზე ეტეოდა და თითებით უკრავდა; არბალეტს მისაწეპებელი ისრებით, თმის დასაკვადრატებელ პარალელეპიპედებს; მინიატურულ ჩანგლებს, შხამში ამოვლებული წვერებით, მისაწეპებელ წითურ ულვაშებს თავისი ასაპრეხით; დიდ მწვანე ელვა-შესაკრავს, რომელიც თავის დროზე გამოქვაბულის ჩასაკეტად იყიდა, გატეხილ თერმოსს, რომელიც ფერადი კენჭებით იყო სავსე, საზღვაო შორტს მოქარგული ჯიბით და ცომის საბრტყელებელ სალოს, ყოფილი თევზების სურათებს, მწვანე დასაკეც აკვარიუმს, ფერად ქვიშას და კისრის დამაგრძელებელ რგოლებს, თეატრალურ გრიმს, გორგოლაჭებიან და ფეხებიან მოძრავ ფანჯრის რაფას, რომელიც ნებისმიერ ფანჯარას ერგება და ნარინჯისფერ შპალერს, რომლის გამოქვაბულში გაკვრაც ვერ მოასწრო.
ჩანთების ჩალაგება ახალი დასრულებული ჰქონდა, რომ მისი ტაქსი კარს მოადგა და დაუსიგნალა. მზიკომ ბარგი ჩაალაგა, თამოს დაემშვიდობა და გამოქვაბული დატოვა. მზიკოს წასვლის შემდეგ თამო ხშირად იცვამდა ლეიკოციტის კოსტიუმს, ტელევოზორთან ჯდებოდა და ბატიბუტს ახრამუნებდა.






:21:
…რამხელა ფილოსოფიაა ცჰადებული ამ ერთი ციცქნა ზღაპარში! იგი გვასწავლის ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედის სიყვარულს მანამ, სანამ ძია ჰაუსი გამოჩნდებოდეს. ხოლო, რაც შეეხება “დასაკეც აკვარიუმებს”, ისინი, როგორც “გასაშლელი ორჩხობილები”, სპილოს ხორთუმში გამოიგონეს წლების წინ
ცჰემო სანუკვარო არსებავ, ბუსხ. მენატრები
კატოკით მტრედების „სთრით ართად“ გადაქცევაში ფრინველებისადმი ავტორის შემწყნარებლობა არა, მაგრამ ხელოვნებისადმი დიდი სიყვარული გამოსჭვივის.
eu!
მტრედები არ მიყვარს
ჩანთა :sui:
კარგი იყო! თმის დასაკვადრატებელ პარალელეპიპედები მომეწონა!