ეძღვნება ჩემს ბუსხს
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი, რომელსაც “ფილა კულაში” ერქვა. არსებობს ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს სახელის “ფილა კულაში” ისტორიას. პირველი მილენიუმის შუა ზღვარზე წვეროსანი მეფე ახლანდელი “ფილა კულაშის” მიდამოებში ნადირობდა. მრავლად ჰყავდა მხლებლები, ასევე ნარჩევი მწევრები და გაწვრთნილი მიმინოები. ერთ დღესაც დაისვა მიმინო მკლავზე, გამოფრენილი ფილის დანახვისთანავე თვალზე სახვევი მოხსნა და ხელი ფრინველის მიმართულებით აიქნია. ფილამ დაინახა თუარა, რომ მიმინო მისდევდა, ჰაერში მოუხვია და რაც შეეძლო გაქანდა. მაგრამ მიმინო დაეწია, თავში ნისკარტი ჩაარტყა და დარეტიანებული ფილა კულაში ჩავარდა. წვეროსანმა მეფემ ამოიღო კულიდან ფილა, შეწვა, ნიორწყალში ამოაწო და მიმდებარე ტერიტორიას ფილა კულაში უწოდა 

ფილა კულაშში მსუქანა ქალბატონი ფუნთუშა ცხოვრობდა. ქალბატონ ფუნთუშას ეს სახელი ქმარმა შეარქვა, რადგანაც მის ურბილესობას მარტო ფუნთუშა თუ შეედრებოდა, თუმცა მიუხედავად წონისა და ზომისა, ქალბატონი ფუნთუშა საოცრად მარდად ტრიალებდა სამზარეულოში და საოცარ ვაფლებს, დარიჩინიან ფუნთუშებს და ხაჭოიან ნამცხვრებს აცხობდა.
ერთხელაც ქალბატონ ფუნთუშას გრძელცხვირა, შუბლზე მეჭეჭიანი სომეხი ქალი ესტუმრა დამბალი ხაჭო და ყველის ნამცხვარი მიასაღა. ქალბატონმა ფუნთუშამ ყველაფერი ქმრის დაბრუნებამდე შესანსლა და ბოლო ნამცეცის გადაყლაპივისთანავე ზაზუნად გადაიქცა ![]()
ფილა კულაშის მცხოვრებლებს საოცარი წინათგრნობა ჰქონდათ, უფრო სწორად, ამას წინათგრძნობას თვითონ ეძახდნენ, თუმცაღა ქალბატონი ფუნთუშას უმოძრაობას თითოეული ფილა კულაშელი წინათ და უკანათგრნობის გარეშე იგრძნობდა ფეხქვეშ ასეთი რამ კი მხოლოდ ქალბატონი ფუნთუშას ძილის დროს ხდებოდა, ახლა კი მხოლოდ შუადღე იყო ![]()
დაფეთებულმა ფილაკულაშელებმა ჩირაღდნები აანთეს და ქალბატონი ფუნთუშას სახლისკენ გასწიეს. რომელიღაც ფილმში ჰქონდათ ნანახი, რომ თუ რამე ცუდი ხდებოდა, ქალაქის მცხოვრებლები იქით ანთებული ჩირაღდნებით ეშურებოდნენ. არადა, როგორც უკვე ვთქვი, შუადღე იყო. რა ჩირაღდანი, რის მაკარონიანი სუპი.
ფილაკულაშელებმა ქალბატონი ფუნთუშას ეზოში საფლავის ქვა იპოვეს, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა:
“ძაღლის თავი”
ამოთხარეს და დახვდათ პატარა ყუთი, რომელში აღმოჩენილ წერილშიც ეწერა, რომ ყოვლისმჭამელ ქალბატონ ფუნთუშას მანამ არ დაუბრუნდებოდა პირვანდელი სახე, სანამ უზარმაზარ შოკოლადის კექსს არ გამოაცხობდა და პრინცესა მოზიონელას არ მიართმევდა.
ზედმეტქრომოსომიან პრინცესა მოზიონელას მხედველობიდან გამორჩა, რომ ზაზუნის სხეულის მქონე ქალბატონი ფუნთუშა არაფრის გამომცხობი არ იყო, ამას გარდა, მას დაავიწყდა საკუთარი მისამართისა და საფოსტო ინდექსის დატოვება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეთხოვა ქალბატონი ფუნთუშასთვის ეს შოკოლადის კექსი და გამოაცხობდა, აბა პრინცესას კექსს ხოარ დაუკავებდა? ![]()
ასე იყო თუ ისე, ფილაკულაშელებმა ძლივს იპოვეს ფარდულში ნახერხში მოსასაქმებლად შეყუჟული ქალბატონი ფუნთუშა, ჯოხით გამოაცოცეს ღრიჭოდან, სამზარეულოს მაგიდაზე დასვეს და მიაშტერდნენ.
ქალბატონმა ფუნთუშამ მხრები აიჩეჩა და თათი დამბალი ხაჭოს თეფშისკენ მიუთითა. ფილაკულაშელებმა თავი დაუქნიეს, უშენოდაც ვიცითო, რაზეც ზაზუნად გადაქცეულმა ყოვლისმჭამელმა აბაჩემგანრაჯანდაბაგინდათ სახე მიიღო 
სად იყო და სად არ იყო, სამსახურიდან დაბრუნდა ქალბატონი ფუნთუშას ქმარი, რომელსაც დამნაშავე სახეებით უამბეს ფილაკულაშელებმა მომხდარი. ქალბატონი ფუნთუშას ქმარი არ დაიბნა, ავტოფარეხიდან პრინცესა მოზიონელა_искатель გამოიტანა, ქალბატონი ფუნთუშა უბეში ჩაისვა (თან ჩაიცინა, ეს რომ არ მომხდარიყო, ამას ხომ ვერ შევძლებდიო), და ფილა კულაშის მიმდებარე ტერიტორიაზე პრინცესა მოზიონელა_искатель-ის საცაცუნოდ გაეშურა.
რამდენიმე კვირის ძიების შემდეგ ქალბატონი ფუნთუშას ქმარმა მიაგონ პრინცესა მოზიონელას მიწისქვეშა სამყოფელს და პრინცესა მოზიონელასთან ლაპარაკიც მოახერხა. მოზიონელამ ქალბატონ ფუნთუშას ჯადო ახსნა და ამ უკანასკნელს შოკოლადის კექსის გამოცხობის საშუალება მისცა. დატრიალდა ქალბატონი ფუნთუშა სამზარეულოში, და მთელი ქალაქის სამყოფი შოკოლადის კექსი გამოაცხო და დიდი ზეიმი გამართა.
მინიატურულმა პრინცესა მოზიონელამ სამიოდე ნამცეცი შეჭამა და დანაყრდა. დღის ბოლომდე ქალაქის ყველა მცხოვრებმა გასინჯა ქალბატონი ფუნთუშას გამომცხვარი შოკოლადის კექსი.
ერთადერთი, ვისაც ყოვლადურბილესობამ გასინჯვის საშუალება არ მისცა, ქალბატონი ფუნთუშას რამდენიმე კვირით ნაშიმშილარი ქმარი იყო. მერე აგიხსნიო, შუბლზე აკოცა და გაუღიმა.
დღის ბოლოს ყველა ფილაკულაშელი, მათ შორის მიწისქვეშ მცხოვრები პრინცესა მოზიონელაც, ზაზუნად გადაიქცა.
ქალბატონმა ფუნთუშამ ზაზუნებით მოფენილი ქალაქის შემხედვარე ქმარს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა და დარიჩინიანი ფუნთუშებით სავსე საინი დაუდო წინ.
ქალბატონმა ფუნთუშამ ქმარს დიდი ფერმა გააშენებინა, უამრავი ნახერხი მოაზიდინა და ქალაქგარეთ სახელი გააგდო, რომ სამედიცინო უნივერსიტეტებისთვის უამრავი თეთრი ჯანმრთელი და რაც მთავარია იაფი ზაზუნა ჰყავდა.




მაგარია ; )))))))))))
აუუუუუუუუ, შენი ფანტაზიის მეასედი შეფარდებული 1000000000-თან მომცა
!…
და რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ მიიიიყვარხარ?! :O
გავსკდი სიცილით
მაააააააააააააგრამმმმმმმმმმმ, ამ სიცილს აკომპლექსებს ის, რომ ზოგჯერ იგნორს მიკეთებ
და აი, ამიტომაც გიძღვნი იმას, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის ამ მომენტში
http://www.flickr.com/photos/bumbuly74/3702795167/sizes/l/
გეცნო ხო ზღაპრის გმირი
არ გიკეთებ იგნორს ვაჰხ
ფოტო გლიჯავს
ეჰ… факты говорят о другом…
არ ხარ ღირსი, მაგრამ კიდევ ერთ ფოტოს წავაწყდი
http://www.flickr.com/photos/jackjv/3704824487/sizes/l/
ჰე ჰეეეეეეე
)))))
ჰოჰორიკ, ბოლოში რა მაგარი იყო
თავიდან ვერც მე მივჰვდი, რატომ არ აჭამა ქმარს :წით:
:21:
ბოლო მომეწონა! მოულოდნელობა იყო
:21:
shen yvelaze yvelaze fantazia gaqvs, visac vicnob mie (:
+1 zgapari chemi shvilebis zgaprul wignshi
:****
P.S. an shen an busxva ikisret axla chemtvis erti shokoladis keqsi :gabutuli: ogond “vashix ruk dela” :bgendz: :p ufro shen, radgan “ugovor doroje deneg” xom gaxsovs :03: :********** chemi momavali shvilebis mezgapre :****
ხო, შეგისრულებ მაგ დანაპირებს
ოღონდ როდის არ ვიცი
vinc shokoladis keqsi uchemod chamos
:D:D
)) :*:*
madlobt buusx, uuumagresi zgaparia
rom ar shemisrulo arc mewyineba ( 9 znau odno mesto :03: ) xoda kide ar mechqareba :p
ut: