(c) არყის ბიჭი
(პროექტიდან დიდი ძილი)
ადრე მანეკენად ვმუშაობდი. მშვიდად ვიდექი განათებული ვიტრინის უკან და მარტო ფეხებზე მციოდა. იმდენ ხანს ვიდექი, რომ მოვიპოვე უფლება ვიყო უსარგებლო. უკვე შემიძლია ვიძინო და სიზმრები მოვიფიქრო. სანამ ამაწყობდნენ მასწავლეს, რომ დიდი ძილისთვის მხოლოდ შვიდი სცენარია საჭირო და კიდევ ერთი პერსონალური სცენარი სიზმრისთვის, რომელიც პარასკევს ექვსიდან შვიდის ნახევრამდე დამესიზმრება… [...]



