Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘წერილები მე-9 საფოსტო ყუთიდან.’ Category

#1 გამარჯობა, ბიჭებმა რო გაიგეს წერა ვიცი, სასწრაფოდ ფურცლები მომიქუჩეს სანგარში ერთი ადგილი მომიწყვეს და მითხრეს, რომ გავსუსულიყავი და მეწერა. არ მიყვარს რო მაჩუმებენ, მარა წერა ყოველთვის მიყვარდა, დედას სუ უკვირდა, ასე განვითარებული ბავშვი ასე წერას როგორ ახერხებსო, მამა უსწორებდა, განვითარებული კიარა, განუვითარებელიო და თვალს მიკრავდა, მე მიყვარდა მამას რო თვალები უციმციმებდა და ამიტო ყურადღებას [...]

Read Full Post »

# 14 დღეს ხელები გადავიტყავე, მიჭირს ამ მოტეხილი ფეხების გადამკიდეს, მიუხედავად იმისა, რო ცოტას ვჭამ და წყალიც ძალიან გვიჭირს, მაინც ხშირად მინდება მოსაქმება. თან მრცხვენია, ჩემით ხო ვეღარ ვშვები და თენგოს ვეძახი და სანგრიდან ზემოთ, ფიჭვნარისკენ მივყავარ. იქ კუნძებია და ხან იმათზე დაყრდნობით რაღაცას ვახერხებ, ხან თენგოს ვაწვალებ და მერე მთელი დღე მისი დანახვაც აღარ [...]

Read Full Post »

(ნაწყვეტები მოთხრობიდან) წერილი #9 შეშინებული ვარ. აქ სანგრებში რაღაცები წუიან, მე ვამბობ რო კოღოა, ბიჭები კი ამბობენ, რომ კოღოები ამ გვალვაში არ არიან, და რომ ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით რო ლელიანია იქ არი ყველა კოღო. მე კიდევ ვამბობ, რომ რაღაც მაინც უნდა წუოდეს მაშინ, როცა წუილი გესმის. ბიჭები მეუბნებიან, რო სანგრიდან რომ ავიდე და გავიარ-გამოვიარო არაფერი მომივა, [...]

Read Full Post »

ერთხელ მაინც გააკეთე ისე, რომ ყველაფერი მარტომ და ჩუმად გადაიტანო. მითუმეტეს. ერთიშეხედვით. სხვების ერთიშეხედვით. არაფერია გადასატანი. უბრალოდ გაჩუმდი, ნურც დაწერ, ნურც გამოიდენ სისხლს და ნუ იწუწუნებ. ბოლოს და ბოლოს, არაფერი ცუდი მომხდარა. დრო რომელიც აუცილებლად გავა, იქნება უფრო რთული გასასვლელი, ან შეიძლება მოგეჩვენოს, რომ რთულია. დღეს ყველაფერი იყო ძალიან კარგი. იმაზე კარგი, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო. [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.